ჩეხეთის სამხედრო მოდერნიზაცია და დახმარება უკრაინას – ბლინკენი ჩეხეთში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოლდოვას შემდეგ ვიზიტით ჩეხეთს ეწვია, სადაც ქვეყნის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს უკვე შეხვდა. ,,ჩეხეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, განვიხილეთ ჩეხეთის სამხედრო მოდერნიზაცია და უკრაინის დახმარება. ჩეხეთმა აჩვენა ჭეშმარიტი ლიდერობა, თავისი ძალისხმევით მოიპოვოს მეტი საბრძოლო მასალა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვისთვის”, – დაწერა ბლინკენმა X-ზე პეტრ პაველთან შეხვედრის შემდეგ. პრეზიდენტი პაველი კი აღნიშნული შეხვედრის შემდეგ წერს: ,,ნაყოფიერი დისკუსია მქონდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან. ვისაუბრეთ ვაშინგტონში, NATO-ს სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებსა და უკრაინის მშვიდობის სამიტზე, რომელიც შვეიცარიაში გაიმართება. სახელმწიფო მდივანი ბლინკენმა აღიარა ჩეხეთი, როგორც საიმედო მოკავშირე…

მეტი...

,,მივესალმები ახალგაზრდების გადაწყვეტილებას, არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ” – სააკაშვილი

,,მივესალმები ახალგაზრდების გადაწყვეტილებას, არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ. ეს რთული გზაა – დაუღალავები, შეუპოვრები და დაუმორჩილებლები უნდა ვიყოთ!“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ის ახალგაზრდებს მიმართავს, რომ თანამებრძოლად მიიღონ. ,,ჩვენ მარტივი არჩევანი გვაქვს – კონსტიტუციას ვიცავთ, მყარად ვადგავართ ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანებასა და მსოფლიოს პროგრესული ნაწილის მხარდამხარ სვლას ვაგრძელებთ ან რუსეთის მონობას ვთანხმდებით. ვამაყობ თქვენით და თქვენი იმედი მაქვს! თქვენ გაგვიძეხით წინ და ჩვენ, წინა თაობა გამოგყვებით! მიგულეთ თქვენს თანამებრძოლად!”, – წერს სააკაშვილი.

მეტი...

,,აპრილში ეკონომიკა 11.8%-ით გაიზარდა” – საქსტატი

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2024 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.8% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.0% განისაზღვრა. სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები. მათივე ცნობით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.

მეტი...

„საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა, ჩვენ ქვეყანაში ადამიანების სრული ლუსტრაცია მოახდინა“ – მაჭარაშვილი

,,კანონი ჯერ არ ამოქმედებულა და უკვე პირდაპირ გამჟღავნდა, ვინ დგას საკუთარი ქვეყნის მხარეს და ვინ ემსახურება გარე ძალას”, – ამის შესახებ ,,ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი, სოციალურ ქსელში წელს. მისი თქმით, ადამიანებს, რომლებიც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებენ, ჩართული არიან ბულინგის, შეურაცხყოფის და ფსიქოლოგიური ძალადობის კამპანიებში, დაუსჯელობის განცდა აქვთ და ქვეყანას მოსვენებას არ აძლევენ. იხილეთ განცხადება: ,,საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა და მეტადრე, გამჭვირვალობის შესახებ კანონმა ჩვენ ქვეყანაში ადამიანების სრული ლუსტრაცია მოახდინა. კანონი ჯერ არ ამოქმედებულა და უკვე პირდაპირ გამჟღავნდა, ვინ დგას საკუთარი ქვეყნის მხარეს და ვინ ემსახურება გარე ძალას. ცხადია, უკვე…

მეტი...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვადის ამოწურვამდე 1 წლით ადრე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსი გამოაცხადა

31 მაისს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურა დაიწყო. განაცხადების მიღების ვადად განისაზღვრა 2024 წლის 31 მაისიდან 21 ივნისის ჩათვლით პერიოდი. ინფორმაციას ,,საქართველოს სასამართლოს გუშაგი” ავრცელებს. ,,აღსანიშნავია, რომ კონკურსი გამოცხადდა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის, ეკატერინე გასიტაშვილის ადგილზე, რომელიც ვაკანტური 2025 წლის ივნისში გახდება, ვინაიდან სწორედ ამ დროს იწურება მისი უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა”, – წერს ორგანიზაცია. განცხადებაში განმარტებულია, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 34 პრიმა მუხლის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიის წარმოშობამდე არაუგვიანეს 3 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანონით დადგენილი წესით იწყებს…

მეტი...

,,მჯერა, რომ გარდამტეხი მომენტი იქნება ჩვენი თანამშრომლობისთვის” – ჩინეთის ელჩი ანაკლიის პორტზე

საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი ჩინეთისა და საქართველოს პირველი ერთობლივი მნიშვნელოვანი პროექტია და რომ ეს იქნება გარდამტეხი მომენტი ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის. მის კომენტარს ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს. ცნობისთვის, 29 მაისს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ რომ ანაკლიის პორტის პროექტში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ წარადგინა. ,,China Communications Construction Company Limited-ი არის Fortune 500-ის სიაში შემავალ კომპანიებს შორის. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ერთ-ერთი უძლიერესი სამშენებლო კომპანია მსოფლიოში. თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ, რომ ამ ჯგუფის მიმართ არ არის სანქციები. თუ შეხედავთ დეზინფორმაციას ჩინური კომპანიის შესახებ, რომელსაც ავრცელებენ ტაივანი…

მეტი...

„ტრამპი სამართლიანად გაასაჩივრებს ამ აბსურდულ განაჩენს და გაიმარჯვებს“ – მაიკ ჯონსონი

,,დღეს სამარცხვინო დღეა ამერიკის ისტორიაში”, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განაჩენთან დაკავშირებით აღნიშნა. მისი შეფასებით, განაჩენი წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და არა სამართლებრივი. „დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ დემოკრატები არ გაჩერდებიან, რათა ჩაახშონ განსხვავებული აზრი და გაანადგურონ თავიანთი პოლიტიკური ოპონენტები. პრეზიდენტი ტრამპი სამართლიანად გაასაჩივრებს ამ აბსურდულ განაჩენს და ის გაიმარჯვებს“, – წერს მაიკ ჯონსონი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშვედ ცნო. ტრამპს ფინანსური დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდნენ. ორდღიანი…

მეტი...

„დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტს რომ ვერ მიუახლოვდეს, მხოლოდ ერთი გზა არსებობს, საარჩევნო ყუთთან“ – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტს რომ ვერ მიუახლოვდეს, მხოლოდ ერთი გზა არსებობს, საარჩევნო ყუთთან“, – წერს ბაიდენი სოციალურ ქსელში. თავად დონალდ ტრამპმა ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს „სირცხვილი“ და „გაყალბებული“ უწოდა და სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ საქმეზე გავლენა ბაიდენის ადმინისტრაციამ მოახდინა. „ნამდვილ განაჩენს ხალხი 5 ნოემბერს გამოიტანს“, – განაცხადა ტრამპმა. ცნობისთვის, ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო. ტრამპს ფინანსური დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდნენ. ორდღიანი მსჯელობის შემდეგ…

მეტი...

ყალბი დოკუმენტებით თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეების 2 კომერციულ ფართსა და 3 ბინას დაეუფლნენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ოფიციალური და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ორ პირს კი დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ყალბი უცხოენოვანი მინდობილობებისა და ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებების გამოყენებით, უკანონოდ დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ ქ. თბილისში მდებარე დაახლოებით 1 480 000 ლარის ღირებულების ორ კომერციულ ფართსა და სამ საცხოვრებელ ბინას. ასევე, შეეცადნენ ამავე გზით დაუფლებოდნენ ქ. თბილისში მდებარე ორ კომერციულ ფართს, ღირებულებით დაახლოებით 245 000 ლარი. გამოძიების პროცესში…

მეტი...

„უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმებამ აჩვენა რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა“ – ჭოუ ციენი

„გასულ წელს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა უვიზო მიმოსვლის ცალმხრივად დაწესება ჩინეთის მოქალაქეებისთვის. შემდეგ გადავწყვიტეთ, საპასუხოდ რაიმე მოგვემოქმედებინა. მოხარული ვარ, რომ ორივე მხარის ძალისხმევით განვახორციელეთ ეს შეთანხმება“, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა. მისი თქმით, უვიზო მიმოსვლის შედეგად საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით გაიზრდება ურთიერთობები, ასევე ეს მეტ შესაძლებლობებს მოიტანს ბიზნესმენებისთვის. „გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს, პირველ სეზონზე ჩინელი ტურისტების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, 290 პროცენტით გაიზარდა. მჯერა, ახალი უვიზო რეჟიმით არა მხოლოდ ტურისტების რაოდენობა გაიზრდება, არამედ ძალიან სწრაფად გაიზრდება ორმხრივი კონტაქტები მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, აკადემიურ წრეებსა და…

მეტი...

სარაკეტო შეტევა ხარკოვზე – არის მსხვერპლი

ხარკოვში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია სამი ადამიანი, დაშავდა 23. უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ განმარტა, რომ ორი გარდაცვლილი, ქალი და კაცი, საცხოვრებელ სახლში ნახეს, კიდევ ერთი მსხვერპლი საწარმოს ტერიტორიაზე, რომელსაც ასევე საბრძოლო მასალა მოხვდა. ,,ერთ-ერთი სადარბაზოს მე-4 და მე-5 სართულები მთლიანად დაინგრა. დაშავდა 23 ადამიანი, მათ შორის 12 წლის ბიჭი და გოგონა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.  

მეტი...

,,გაყალბებული, სამარცხვინო სასამართლო” – ტრამპი ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებაზე

,,გაყალბებული, სამარცხვინო სასამართლო”, – ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ის, ე.წ გაჩუმების საქმეზე გაამტყუნეს და დამნაშავედ ცნეს. ცნობილია, რომ მოსამართლე მერჩანი სასჯელის სახეს და ზომას 11 ივლისს გამოაცხადებს. მანამდე კი მან ნაფიც მსაჯულებს მიმართა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და უთხრა: “ვერავინ გაიძულებთ იმის გაკეთებას, რაც არ გინდათ. არჩევანი თქვენზეა”. ცნობისთვის, დონალდ ტრამპს ედავებოდნენ, რომ 2016 წლის საპრეზისენტო არჩევნების წინ პორნოვარსკვლავს საკუთარი ადვოკატის დახმარებით დიდი ოდენობით თანხა გადაუხადა და გაჩუმება მოსთხოვა.

მეტი...

,,წერილი გაეგზავნა EU-სთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ასევე ელჩს ნიდერლანდებში” – ქართველი ემიგრანტები ელჩებთან შეხვედრებს ითხოვენ

სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები გამჭვირვალობის შესახებ კანონის გამო საქართველოს ელჩებთან შეხვედრას ითხოვენ. აუდიენციის თხოვნით წერილი გაეგზავნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ – ვახტანგ მახარობლიშვილის. დიპლომატიურ უწყებას “Promote Georgia-სთვის”, რომელიც შეხვედრის ინიციატორია, არ უპასუხია. ,,ჩვენთვის მთავარი მიზანი არის ამ შევედრის ის კრიტიკული სიტუაცია, კრიზისი რომელიც საქართველოში ამჟამად მიმდინარეობს და რომელშიც ჩვენ, დიასპორა, სათვისტომოს წარმომადგენლები ძალიან დიდ როლს ვგრძნობთ ამ ყველაფერში, გვინდოდა ელჩის, კონკრეტულად პირადად მისი პოზიციების და არგუმენტების მოსმენა, თუ როგორ ამართლებს ამ ყველაფერს, რას ეუბნება გადაწყვეტილების მიმღებ პირებს აქ,…

მეტი...

ჯო ბაიდენმა კიევს ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის უფლება მისცა

,,აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევს ფარულად დართო ნება, აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ დარტყმებისთვის გამოიყენოს”, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ოთხმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომლებმაც მედიასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს. Reuters-ი წერს, რომ ეს გადაწყვეტილება აღნიშნავს ბაიდენის პოლიტიკის ცვლილებას, რომელიც მტკიცე უარს ეუბნებოდა უკრაინას ამერიკული იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებაზე. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბაიდენის გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ რუსეთში, ხარკოვის ოლქის საზღვართან მდებარე სამიზნეებს. “პრეზიდენტმა ახლახან უბრძანა თავის გუნდს, უზრუნველყოს, რომ უკრაინას შეეძლოს გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი ხარკოვის ოლქში საპასუხო ცეცხლის წარმოების მიზნით, რათა…

მეტი...

ალტაიში ვლადიმერ პუტინის სახლი დაიწვა

ალტაიში რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის სახლი დაიწვა. მედიის ცნობით, მის ქვეშ დიქტატორის ბუნკერია განთავსებული. ინფორმაციას გამოცემა Siren-ი ავრცელებს. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ეს შენობა არის სანატორიუმი და საკურორტო კომპლექსი “ალტაისკოე პოდვორიე”, რომელიც “გაზპრომს” ეკუთვნის. სინამდვილეში, კომპლექსი არის სპეციალურად დაცული ობიექტი, რომელიც განკუთვნილია რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირების დასასვენებლად.

მეტი...

დონალდ ტრამპი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, დოკუმენტების ფალსიფიკაციისა და პორნოვარსკვლავ სტორმი დანიელსის გაჩუმებისთვის ფულის გადახდის, ე.წ გაჩუმების საქმეზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ნაფიცმა მსაჯულებმა ის ბრალის 34-ვე პუნქტში გაამტყუნეს. მოსამართლე მერჩანი სასჯელის სახეს და ზომას 11 ივლისს გამოაცხადებს. მანამდე კი მან ნაფიც მსაჯულებს მიმართა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და უთხრა: “ვერავინ გაიძულებთ იმის გაკეთებას, რაც არ გინდათ. არჩევანი თქვენზეა”. ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ტრამპმა სასამართლო დარბაზი დატოვა და განაცხადა, რომ ეს ,,გაყალბებული, სამარცხვინო სასამართლო” იყო და ეს ყველაფერი “სირცხვილია”. ცნობისთვის, დონალდ ტრამპს ედავებოდნენ, რომ 2016 წლის საპრეზისენტო…

მეტი...