,,წერილი გაეგზავნა EU-სთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ასევე ელჩს ნიდერლანდებში” – ქართველი ემიგრანტები ელჩებთან შეხვედრებს ითხოვენ

სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები გამჭვირვალობის შესახებ კანონის გამო საქართველოს ელჩებთან შეხვედრას ითხოვენ. აუდიენციის თხოვნით წერილი გაეგზავნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელ – ვახტანგ მახარობლიშვილის. დიპლომატიურ უწყებას “Promote Georgia-სთვის”, რომელიც შეხვედრის ინიციატორია, არ უპასუხია.

,,ჩვენთვის მთავარი მიზანი არის ამ შევედრის ის კრიტიკული სიტუაცია, კრიზისი რომელიც საქართველოში ამჟამად მიმდინარეობს და რომელშიც ჩვენ, დიასპორა, სათვისტომოს წარმომადგენლები ძალიან დიდ როლს ვგრძნობთ ამ ყველაფერში, გვინდოდა ელჩის, კონკრეტულად პირადად მისი პოზიციების და არგუმენტების მოსმენა, თუ როგორ ამართლებს ამ ყველაფერს, რას ეუბნება გადაწყვეტილების მიმღებ პირებს აქ, ბრიუსელში, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეხმარება ეს კანონი და მის ირგვლივ შექმნილი ყველა წინააღმდეგობა, საერთაშორისო წინააღმდეგობაც მათ შორის, როგორ ეხმარება ეს ყველაფერი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. არანაირი პასუხი – ეს არის პირდაპირ უპატივცემულობა და ეს არის პოზიციის დაფიქსირება, რომელიც დღეს საქართველოს საელჩოს და დიპლომატიურ კორპსს ქართველების მიმართ აქვთ საზღვარგარეთ”, – ამბობს კრისტინა პიტალსკაია, “Promote Georgia-ს” დამფუძნებელი.

არასამთავრობო ორგანიზაცია “Promote Georgia-ს” წარმომადგენელი ნიდერლანდები, მაია ადუაშვილი ამბობს, რომ შეხვედრის თხოვნით მიმართეს საქართველოს ელჩს ნიდერლანდებშიც – დავით სოლომონიას – “სამწუხაროდ, ბატონმა დავითმა არანაირი რეაგირება არ გააკეთა ჩვენ წერილთან დაკავშირებით. პასუხიც არ გაგვცა, შეხვედრაზე ლაპარაკი ზედმეტია”.

მსგავსი თემები