სარაკეტო შეტევა ხარკოვზე – არის მსხვერპლი

ხარკოვში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია სამი ადამიანი, დაშავდა 23. უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ განმარტა, რომ ორი გარდაცვლილი, ქალი და კაცი, საცხოვრებელ სახლში ნახეს, კიდევ ერთი მსხვერპლი საწარმოს ტერიტორიაზე, რომელსაც ასევე საბრძოლო მასალა მოხვდა.

,,ერთ-ერთი სადარბაზოს მე-4 და მე-5 სართულები მთლიანად დაინგრა. დაშავდა 23 ადამიანი, მათ შორის 12 წლის ბიჭი და გოგონა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

მსგავსი თემები