თბილისსა და რეგიონებში, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო მსვლელობები იმართება

17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისსა და რეგიონებში საზეიმო მსვლელობები იმართება. ამ წუთებში სამღვდელოება და მრევლი ქაშუეთის ტაძარში იკრიბება, სადაც ერთ საათში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემეუფე შიო პარაკლისს აღავლენს, რის შემდეგაც სამების ტაძრისკენ მსვლელობა გაიმართება. მსვლელობის ბოლოს, შესრულდება სამადლობელი პარაკლისი. დედაქალაქთან ერთად, მსვლელობები მოეწყობა მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, იმერეთში, კახეთში, სამცხე ჯავახეთში, სამეგრელოში, აჭარაში, გურიასა და რაჭა ლეჩხუმში. მთავრობის დადგენილებით, წელს 17 მაისი უქმე დღედ არის გამოცხადებული. ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა.

მეტი...

„ტაივანი არასდროს ყოფილა სახელმწიფო და არც იქნება“ – ჩინეთის ელჩი

„მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს და ტაივანი მისი ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა მთელი ჩინეთის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია. ტაივანი არასოდეს ყოფილა სახელმწიფო და „პრეზიდენტიც“ ვერ ეყოლება“ – აცხადებს ჭოუ ციენი, ჩინეთის ელჩი საქართველოში.  როგორც ელჩი განმარტავს, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობას, ეს  ყველაზე ფუნდამენტური და საკვანძო საკითხია. „ჩინეთი, როგორც პასუხისმგებელი დიდი ქვეყანა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ყოველთვის პატივს სცემს ყველა სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩინეთი განუხრელად იცავს გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებს. ამის საპირისპიროდ, დასავლეთში ზოგი სახელმწიფო…

მეტი...

კობა კობალაძე სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე,სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად,ოფიციალური ვიზიტით,გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, კობა კობალაძე, თავდაცვის ატაშე გერმანიასა და შვეიცარიაში, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე და ქართული დელეგაციის წევრები, ქალაქ ლაიფციგში, საპროთეზო ორთოპედიული საშუალებების საერთაშორისო გამოფენას დაესწრნენ, სადაც თანამედროვეობის წამყვანი საპროთეზო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ამ სფეროში ტექნოლოგიურ ნოვაციებს გაეცნენ. გამოფენის მონაწილეთა შორის იყო ამ სფეროში ლიდერი გერმანული კომპანია_ ოტტობოკი, რომელთანაც, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მრავალწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. პირველად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ოტტობოკთან თანამშრომლობას, 2016 წელს ჩაეყარა საფუძველი, ურთიერთთანამშრომლობის…

მეტი...

,,წარმოდგენა არ მაქვს რა უნდოდათ, მოულოდნელად დამარტყეს, დავკარგე გონება” – აქციაზე ნაცემი აშშ-ის მოქალაქე

აშშ-ის მოქალაქე დერილ შვოლცი, რომელსაც გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ, ყვება, რომ თავს მოულოდნელად დაესხნენ, დარტყმისას კი დაკარგა გონება. მას თავის ტვინზე ოპერაციას ხვალ უკეთებენ, რის შემდეგად აშშ-ში დაბრუნებას გეგმავს. ,,ჩვენ საპროტესტო აქციაზე ვიყავით, მას ერთი ტრანსპარანტი ეკავა, მე მეორე და შემდეგ, მოულოდნელად, გვერდიდან ვიღაცამ დამარტყა და რაღაცა განათდა. სულ ესაა, რაც მახსოვს. რა უნდოდათ, არ ვიცი. წარმოდგენა არა მაქვს, რას მერჩოდნენ. ჩვენ უბრალოდ ვიდექით და ვიღებდით ყველაფერს, ვავრცელებდით მშვიდობას. ამისთვის ვარ სწორედ აქ, რომ მშვიდობა გავავრცელო. მათ კი მოულოდნელად დამარტყეს, მერე რაღაცა განათდა და გონება დავკარგე. ხვალ…

მეტი...

ანტირუსული აქციის მონაწილე გიორგი ოკმელაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სარეკლამო სააგენტო ,,ლიმონის” დამფუძნებლს, ანტირუსული აქციების მონაწილე, გიორგი ოკმელაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ადვოკატმა მედიასთან პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ პოლიციელზე თავდასხმა არ ყოფილა და ოკმელაშვილი თავს და აქციაზე მყოფ სხვა მოქალაქეებს იცავდა მოძალადე სამართალდამცავებისგან. მისი ცნობითვე, ჩხრეკისას ოკმელაშვილის ბინიდან ამოიღეს ნარკოტიკი. ,,არ მივიჩნევთ, რომ ეს პოლიციელზე თავდასხმაა, კადრებიც არსებობს, რომ მხოლოდ თავდაცვა ხდებოდა, პოლიციელები, ნიღბიანი პირები უფრო სწორად ძალადობდნენ ადამიანებზე და იგი ცდილობდა როგორც თავის თავის დაცვას, ასევე სხვა ადამიანების დაცვას. ედავებიან, რომ მოხდა შეძენა-შენახვა მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების”, – ამბობს ადვოკატი.

მეტი...

,,მიცვალებული სახლში არ მიჰყავთ… გოგოს მამა ამბობს, ჩემი შვილი ციხეში მიდის და ის სახლში მოვასვენოო?” – გარდაბანში ძმამ და მოკლა

გარდაბანში ძმამ დას ჯერ ავტომობილი განზრახ დააჯახა, შემდეგ კი დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. 29 წლის გოგო მძიმე დაზიანებებით ადგილზევე გარდაიცვალა. 22 წლის ბიჭი ქვემო ქართლის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. დაკავებულს გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედევება. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. Ambebi.ge-ს ად­გი­ლობ­რი­ვი უყ­ვე­ბა, რომ ახალ­გაზ­რდა ქალს ქმა­რი და ორი შვი­ლი დარ­ჩა. ,,საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხიც ჰქონ­და. ბოლო პე­რი­ოდ­ში სახ­ლი­დან წა­ვი­და. ძმა დას ეძებ­და, იმუქ­რე­ბო­და, სა­დაც ვნა­ხავ, იქ მოვ­კლა­ვო. ისი­ნიც ერი­დე­ბოდ­ნენ, ძმა გო­გო­ნას დღეს გა­და­ე­ყა­რა ქუ­ჩა­ში, ჯერ მან­ქა­ნა და­ა­ჯა­ხა, მერე წაქ­ცე­ულს 4-ჯერ ჩა­არ­ტყა დანა.…

მეტი...

,,რიგ შემთხვევებში აქციის მონაწილეებზე ძალადობა წამებას უტოლდება” – არასამთავრობოების განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციები აპრილი-მაისის პერიოდში გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების დროს დაკავებულ და დაზარალებულ პირებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ. მათი ცნობით, 15 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დაკავებული 189 პირის შესახებ შევიდა შეტყობინება. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ დაკავებულების უმრავლესობა მიუთითებს დაკავების დროს სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე, უმეტეს შემთხვევებში ძალის გამოყენებას ანგარიშსწორების სახე აქვს და არ უკავშირდება უკანონო წინააღმდეგობის ან სამართალდარღვევის აღკვეთას. ,,12 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ვაგრძელებთ აპრილი-მაისის პერიოდში ,,რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული და დაზარალებული პირების უფლებების დაცვას. საპროტესტო აქციების მუხტის…

მეტი...

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ,,ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია,” – წერს გზების დეპარტამენტი.

მეტი...

,,ესეც დაიჭირეთო და შემათრიეს, ვისაც არ დაეზარა, ყველამ დამარტყა” – აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა

,,ესეც დაიჭირეთო და შემათრიეს… სანამ პოლიციელების ხაზებს გამატარებდნენ, ვისაც არ დაეზარა, ყველამ დამარტყა, ცენტრში დამაგდეს, მერე ქვემოთ დაგდებულზე მირტყამდნენ”, – ამბობს 14 მაისს, გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული სტუდენტი, ზურა ჩაკვეტაძე იზოლატორის დატოვების შემდეგ. ,,თავიდან მე ჩვეულებრივად ლაპარაკი დავიწყე, თუ რატომ უნდა ვყოფილიყავით იქ და წამოვიდა იქიდან უცენზურო სიტყვები. მე მინდა, რომ ღირსეულ ქვეყანაში ვიცხოვრო, ღირსეულ ქვეყანას აშენებს ღირსეული ადამიანები და ღირსეული ადამიანები ისაზღვრებიან თავიანთი ქმედებებისგან და იმ ადამიანებმა იმდენად დიდი შეურაცხყოფები მომაყენეს მე მგონია, რომ ღირსეული ადამიანი მაგას არ მოითმენდა და მე როგორც ჩემ თავს ვთვლი ღირსეულ ადამიანად,…

მეტი...

შრი-ლანკა რუსეთში დელეგაციას გაგზავნის, რათა უკრაინის ომში მონაწილე ასობით მოქალაქეს უკან დაბრუნებაში დაეხმაროს

შრი-ლანკა რუსეთში მაღალი დონის დელეგაციას გაგზავნის, რათა გაარკვიოს ასობით მისი მოქალაქის ბედი, რომელიც რუსეთის ომში მონაწილეობს უკრაინის წინააღმდეგ. შრი-ლანკის მცხოვრებლებს, WhatsApp-ის საშუალებით სთავაზობდნენ ხელსაყრელ ხელფასს და მოქალაქეობას, ძირითადი სამიზნე ყოფილი სამხედროები იყვნენ, თავდაცვის სამინისტრომ გააფრთხილა მოსახლეობა, არ მოტყუებულიყვნენ. მაისის დასაწყისში შრი-ლანკის ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო. ,,პირველადი გამოწვევა მდგომარეობს რუსეთში მყოფი ინდივიდების ზუსტი რაოდენობის დადგენაში. არაოფიციალური წყაროების მიხედვით, დაახლოებით 600-800 შრი-ლანკელი ადამიანი იმყოფება რუსეთში”, – განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს. შრი-ლანკის ხელისუფლებამ მიიღო 288 საჩივარი იმ მოქალაქეების ოჯახის წევრებისგან, რომლებიც უკანონოდ წავიდნენ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად და დააკავეს შვიდი ადამიანი, მათ შორის გადამდგარი გენერალი, რომელიც…

მეტი...

,,სამწუხაროდ ვერ გამიხსენეთ” – როსტომ ცხვედიანი ეკატერინე ხვედელიძეს პასუხობს

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, როსტომ ცხვედიანი “ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ცოლს, ეკატერინე ხვედელიძეს პასუხობს. ხვედელიძემ გუშინ მისი განცხადების პასუხად წერილი გაავრცელა. ამ წერილში მან მხარი დაუჭირა გამჭვირვალობის შესახებ კანონს და ცხვედიანს მიმართა კითხვით, თუ რომელი პუნქტი არ მოსწონდა მასში და რატომ. ამავე წერილში ის ამბობს: ,,მე გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს, ვინაიდან ჩემი მეუღლის ინტერესი ყოველთვის სამშობლოს სიყვარულია!”. იხილეთ პასუხი: “ქალბატონო ეკა! ძალიან ბევრი ვიფიქრე, პასუხი რამდენჯერმე დავწერე და გადავწერე. ბოლოს ერთი ამოვარჩიე. თუმცა საუკეთესოდ არც ეს მიმაჩნია. სიმართლე გითხრათ, თქვენგან პასუხს არ ველოდი…

მეტი...

,,ოთხმა ფორმიანმა სცემა, ტვინში ჰემატომა აქვს, შაბათს უტარდება ოპერაცია” – აქციაზე ნაცემი აშშ-ის მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა

პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის დროს ნაცემი აშშ-ის მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა. მას თავის ტვინზე სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. დაზარალებულს სახისა და თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. დაზარალებულის მეგობარი აღნიშნავს, რომ დღეს აშშ-ის საელჩოს მიმართავენ და მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვენ. ,,დაზიანებებიდან გამომდინარე მას ბევრი დეტალი არ ახსოვს. აქციაზე ვიყავით, როცა ფორმაში ჩაცმული 4 ადამიანი დაესხა თავს და ცემა დაუწყეს. ტვინში ჰემატომა აქვს. ამიტომ, შაბათს უტარდება ოპერაცია. როგორც მისმა ექიმმა გვითხრა, ის კარგად არ არის და შესაძლოა ფატალური შედეგიც დადგეს, თუ ოპერაცია არ ჩაუტარდება. სწორედ ამ დაზიანებების გამო, ვეღარ გაფრინდა შეერთებულ შტატებში,”…

მეტი...

,,არა რუსულ კანონს!” – უნგრეთსა და ესტონეთში საპროტესტო აქციები გაიმართა

არა რუსულ კანონს! – საპროტესტო აქციები უნგრეთსა და ესტონეთში გაიმართა. ბუდაპეშტში ქართველმა ემიგრანტებმა და უკრაინელებმა თავისუფლების ხიდთან მსვლელობა გამართეს და ,,ქართული ოცნების” პოლიტიკა გააპროტესტეს, რომელიც ქვეყანის ევროინტეგრაციას აფერხებს. ესტონეთში, ქალაქ ტარტუში აქცია ქართველმა სტუდენტებმა გამართეს, რომლებსაც მხარი უცხოელმა თანატოლებმაც დაუჭირეს. ისმოდა შეძახილები ,,საქართველო ევროკავშირში!”. გაჟღერდა საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის ჰიმნები.

მეტი...

სოფელ კვირიკეში ფერდობის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

სოფელ კვირიკეში ფერდობის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ,,ბათუმელები” მერიის წარმომადგენელ, ზურაბ ლაზიშვილზე დაყრდნობით ავრცელებს. ,,სანიაღვრეს აკეთებდნენ, მოწყდა ფერდობი და ერთი ადამიანი მოიყოლა. საკმაოდ დიდი მასაა მიწის ჩამოშლილი, ერთი საათი დასჭირდა კაცის ამოყვანას, თუმცა უკვე გარდაცვლილი იყო,” – ამბობს გამოცემასთან ლაზიშვილი. მისი თქმით, დაღუპული 50-წლამდე კაცი სოფელ ხუცუბანში ცხოვრობდა. მან არ იცის, იყო თუ არა სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ზომები დაცული.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ პრეზიდენტმა X-ზე დაწერა. ,,ვესაუბრე პრეზიდენტ მაია სანდუს და მადლიერება გამოვხატე საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ მოლდოვას ურყევი მხარდაჭერისათვის. ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია”, – წერს ზურაბიშვილი.

მეტი...

,,თბილისში ვიზიტის შემდეგ ბევრი საფიქრალი მაქვს” – ლანდსბერგისი

,,მოუსმენს ევროკავშირი საქართველოს ხალხს და აირჩევს იმედს? თბილისში ვიზიტის შემდეგ ბევრი საფიქრალი მაქვს”, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა X-ზე დაწერა. ,,მოუსმენს ევროკავშირი საქართველოს ხალხს და აირჩევს იმედს? თუ უგულებელვყოფთ ჩვენს ევროპულ ღირებულებებს და კომპრომისზე წავალთ? ბევრი საფიქრალი მაქვს თბილისში ვიზიტის შემდეგ… ისე ჩანს, რომ ე.წ. გამჭვირვალობის კანონი გამჭვირვალობის შესახებ არ არის. დიდი ალბათობით, მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანში ამოღება, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ კრიტიკულები არიან და მათი დამორჩილება. ისინი, რომლებიც ყველაზე მეტად იქნებიან სამიზნეში ამოღებული, დიდწილად ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ფინანსდებიან. არადემოკრატიული სულისკვეთებით დაწერილი კანონის შესწორება…

მეტი...

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს სამშაბათამდე

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს სამშაბათამდე ეროვნული ბანკის განახლებული, ოფიციალური მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.7596; 1 ევრო – 3.0002; 1 ფუნტი – 3.4972; 1 ლირა კი 0.0857 ლარი ეღირება.

მეტი...

რუსეთში, ნოვოროსიისკსა და ტუაფსეში, ნავთობობიექტებზე დრონებით შეტევა იყო

ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა იყო რუსეთის ქალაქ ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. დრონის ჩამოვარდნის შედეგად ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. კრასნოდარის ოლქის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, თავდასხმაში ორი დრონი მონაწილეობდა. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. ტუაფსე არის საკურორტო ქალაქი და მთავარი პორტი შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც მდებარეობს სოჭისა და კრასნოდარის მახლობლად. გარდა ამისა, კრასნოდარის მხარეში, ნოვოროსიისკში ძლიერი აფეთქებები მოხდა. თავდასხმია იყო პორტსა და ნავთობის საცავზე. გუბერნატორმა თქვა, რომ “შეტევის წარუმატებელი მცდელობა” იყო და რომ 10 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

მეტი...

,,მომავალ კვირას, ბრიუსელში, EU-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზეც იმსჯელებენ” – გუგულაშვილი

ევროპარლამენტის “მწვანეთა პარტიას” საპარლამენტო მრჩეველი, თამარ გუგულაშვილი ამბობს, რომ მომავალ კვირას, სამშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში საქართველოს შესახებაც იმსჯელებენ. მინისტრებმა ივნისში დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგი უნდა განიხილონ. მისივე თქმით, 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ, ზეპირ მოხსენებას გააკეთებენ, შემდეგ შემუშავდება ერთიანი პოზიცია. ,,აუცილებლად იქნება ჩემი ინფორმაციის საქართველოზე მსჯელობა, მომავალ კვირას, როცა 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან ბრიუსელში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში იყვნენ 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, გააკეთებენ ასე ვთქვათ, ზეპირ მოხსენებას, საკუთარი კოლეგების წინაშე და შემუშავდება უკვე, რა თქმა უნდა, ის პოზიცია, რაც იქნება…

მეტი...

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ეკლესიიდან სამების ტაძრამდე საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა გაიმართება

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისში 17 მაისს 12:00 საათზე ქაშვეთის ეკლესიიდან საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე გაიმართება, სადაც პარაკლისს მეუფე შიო აღავლენს. მამა იოანე მჭედლიშვილის თქმით, ქართული ოჯახების ნაწილი დიდი გამოწვევების წინაშეა, რაც ბავშვებსა და მოზარდებზე გავლენას ახდენს, ამიტომ ეკლესია მათ გვერდითაა და ამ დღეს მათთან ერთად აღნიშნავს. „სამწუხაროდ, დღეს უამრავი პრობლემა არის ოჯახებში. ძალიან დიდია პროცენტი დაშორებისა, რაც ძალიან ცუდად აისახება ხოლმე ბავშვებზე, რადგან მათ უჭირთ ასეთ დროს და ეკლესია ცდილობს, რომ მეტი ყურადღება მიაღწიოს ოჯახის სიწმინდეს და სიმტკიცეს, ლოცულობს მათთვის. ადამიანებიც ერთიანდებიან ამ…

მეტი...