ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება უკვე განხორციელდა. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს რუსთავის იზოლატორში გადაიყვანენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში 18.00 საათზე მედიისთვის ბრიფინგი დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი მსჯავრდებულია 5 საქმეზე, კიდევ ექვს საქმეზე სს საქმის წარმოება მიმდინარეობს.