„არანაირ ნდობას არ იმსახურებს არც NDI-ს და IRI-ს მიერ დაკვეთილი კვლევები“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ყველაზე მთავრი კვლევა ეს არის არჩევნების დღე, არჩევნების დღე დავნიშნეთ 2 ოქტომბერს, ყველას მოგიწოდებთ, მოხვიდეთ და დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი. შესაბამისად, ჩვენი ხალხი გადაწყვეტს, თუ როგორ განვითარდეს შემდგომი წლები ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა განმარტა, არასოდეს ენდობოდა „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს ადგილზე.

„რაც შეხება კვლევებს – ჩვენ არასოდეს არ ვენდობოდით ნაციონალური მოძრაობის კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს ადგილზე. აქვე მინდა დავადასტურო – ჩვენ პატივს ვცემთ IRI-ს და NDI-ს, მაგრამ მათ მიერ დაქირავებული და ადგილზე ჩატარებული კვლევები, დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს, ვინაიდან, ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ კვლევებს ადგილზე, საველე სამუშაოებს, არიან უშუალოდ მართული და კონტროლირებადი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, შესაბამისად, არავითარ ნდობას არ იმსახურებს არც IRI-ს და არც NDI-ს მიერ დაკვეთილი კვლევები, ვინაიდან, მათ მიერ დაკვეთილი და ადგილზე შესრულებული სამუშაოები ტარდება „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაციების მიერ.

ყველაზე მთავრი კვლევა ეს არის არჩევნების დღე. არჩევნების დღე დავნიშნეთ 2 ოქტომბერს. ყველას მოგიწოდებთ, მოხვიდეთ და დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი. შესაბამისად, ჩვენი ხალხი გადაწყვეტს, თუ როგორ განვითარდეს შემდგომი წლები ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები