ფოთი-გრიგოლეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მამაკაცი BMW-ს მარკის ავტომობილს მართავდა, მან საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის პირას ბეტონის ბოძს შეეჯახა.
შემთხვევს ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.