ამერიკული გამოცემა Politico NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე შესაძლო კანდიდატურებს ასახელებს.
როგორც გამოცემა წერს, იენს სტოლტენბერგის პოზიციაზე კანდიდატებად, შესაძლოა, ქალი ლიდერები – ხორვატიისა და ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტები, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი და დალია გრიბაუსკაიტე, ასევე, ესტონეთის მოქმედი პრეზიდენტი – კერსტი კალულაიდი განიხილონ.
კანდიდატებს, სავარაუდოდ, მომავალ წელს დაასახელებენ. მოქმედ გენერალურ მდივანს იენ სტოლტენბერგს ვადა 2022 წელს ეწურება.