ქალები ნატოს სათავეში – ვინ განიხილება ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე

ამერიკული გამოცემა Politico​ NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე შესაძლო კანდიდატურებს ასახელებს.

როგორც გამოცემა წერს, იენს სტოლტენბერგის პოზიციაზე კანდიდატებად, შესაძლოა, ქალი ლიდერები – ხორვატიისა და ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტები, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი და დალია გრიბაუსკაიტე, ასევე, ესტონეთის მოქმედი პრეზიდენტი – კერსტი კალულაიდი განიხილონ.

კანდიდატებს, სავარაუდოდ, მომავალ წელს დაასახელებენ. მოქმედ გენერალურ მდივანს იენ სტოლტენბერგს ვადა 2022 წელს ეწურება.

მსგავსი თემები