საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 492-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 663 პირს დაუდასტურდა, 769 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 13 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 1 862 შემთხვევა გამოვლინდა, 619 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.