საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 479-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 862პირს დაუდასტურდა, 619 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 12 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 659 შემთხვევა გამოვლინდა, 713 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.