საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 479-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 862პირს დაუდასტურდა, 619 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 12 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 659 შემთხვევა გამოვლინდა, 713 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები