Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 14 200 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 659 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 713 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64 %
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 377 811-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.87 ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.24%.