„ყბადაღებული თემა, რომ პრემიერი იყო წამქეზებელი, არის სრული სიცრუე“ – მიხეილ ყაველაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მიხელ ყაველაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ უნდა გადადგეს. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სრული სისულელეა, მიმდინარე მოვლენებში ირაკლი ღარიბაშვილის დადანაშაულება.

„შეუძლებელია, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებმა ის ფაქტები, რაც იმ დღეს მოხდა, გაამართლოს. ვერ წარმომიდგენია ადამიანი ვინც ამას გაამართლებს. ახლა მეორე – ეს ყბადაღებული თემა, რომ პრემიერი იყო წამქეზებელი, არის სრული სიცრუე. დამანახეთ, მომასმენინეთ, რას ნიშნავს წამქეზებელი, ვერ დავინახე მე ეს, რასაც თქვენ ახლა აბრალებთ. თქვენ გქონდათ აქცენტი უნდა მოვიდეს თუ არა შს მინისტრი, ვინ იღებს პასუხისმგებლობას, უნდა დააკავონ თუ არა დამნაშავე პირები, ეს პროცესი ხომ დაიძრა, მიმდინარეობს და ერთ საათში და ორ საათში ასეთი თემები არ წყდება“ – განაცხადა ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისივე შეფასებით, გამოძიებას უნდა დავაცადოთ, რომ ყველაფერი ობიექტურდ გამოიძიოს და ამას დრო სჭირდება.

„მივყვეთ მოვლენებს და სათითაოდ გამოვყოთ პასუხისმგებელი პირები, დავაცადოთ გამოძიებას, რამდენად ადეკვატური იქნება. მე ვერ დავიწყებ სიარულს და ვერ გაგცემთ ამაზე პასუხს, პასუხი უნდა გასცეს ამ საკითხებზე შსს-მ, ყველას აქვს თავის პასუხისმგებლობა“ – განაცხადა ყაველაშვილმა.

მსგავსი თემები