„არანაირი აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ – ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი ამბობს, რომ ხმები გუნდში შიდა დაპირისპირებაზე აბრსურდულია:
„დაპირისპირება არათუ არ არსებობს, ვერც იარსებებს, რათქმა უნდა ეს დამღუპველია ნებისმიერი გუნდისთვის, სპორტული გუნდისთვისაც კი, არათუ პოლიტიკური გუნდისთვის, კრიზისულმა სიტუაციამ გვაჩვენა თუ რა შეუძლია ჩვენს გუნდს,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.