კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 861 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 347 653-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 228 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 656 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 368 შემთხვევა, აჭარა – 48, იმერეთი – 55, ქვემო ქართლი – 52, შიდა ქართლი – 22, გურია – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 37, კახეთი – 49, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

მსგავსი თემები