სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1041 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 111 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 930 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
ამასთან, 28 ნოემბერი – 3 დეკემბრის პერიოდში, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ, სულ შემოწმდა 22 532 ობიექტი, მათ შორის, წერილობითი და ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 16 733 ობიექტს, საქმიანობა შეუჩერდა 5792 ობიექტს, ხოლო დაჯარიმდა 7.