„არის შიდა დუღილი, ამას ვხედავთ“ – მმართველი გუნდი ოპოზიციაზე

მართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციაში შიდა დაპირისპირება არსებობს და ეს ცხადია. როგორც მდინარაძემ განმარტა, ქართულ ოცნებას „წითელი ხაზები“ გააჩნია და ეს ხელახალ არჩევებს ეხება.

„ისინი ცდილობენ, რომ შიდა დაპირისპირებების, განხეთქილებების შესახებ ამბები გარეთ არ გამოვიდეს, თუმცა ფაქტია, რომ ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, შიდა დუღილი არის. თქვენც არ იცით ჯერჯერობით ეს უკავშირდება თუ არა პარლამენტში შესვლა – არ შესვლის საკითხს. არის შიდა დუღილი, ამას ვხედავთ, ამას ვგრძნობთ ყოველდღიურ რეჟიმში. ისინი ცდილობენ, რომ ამ შიდა დაპირისპირებების, განხეთქილებების შესახებ ამბები გარეთ არ გამოვიდეს, თუმცა ფაქტია, რომ ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, შიდა დუღილი არის. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ისინი პატივს სცემენ საკუთარ ამომრჩეველს და გადაწყვეტილებას საბოლოოდ ყველა ერთად მიიღებს სახელმწიფოსა და საზოგადოების სასარგებლოდ,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სამ თანაპარტიელს გაემიჯნა და განაცხადა, რომ  სანდრო რაქვიაშვილთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან მიზი გზები გაიყარა.

მსგავსი თემები