ევროპარლამენტი საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას არ გამოაგზავნის. საქართველოში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის საკითხის განხილვის ინიციატორი “სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი”, კერძოდ ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი იყო. აღნიშნული საკითხი ევროპარლამენტის პრეზიდენტების პარტიულ კონფერენციაზე 15 ოქტომბერს უნდა განეხილათ, თუმცა საკითხი საბოლოო დღის წესრიგიდან ამოიღეს. გადაწყვეტილების მიზეზი დავიდ სასოლის წერილს უკავშირდება, სადაც ევროპარლამენტის პრეზიდენტი, ევროპარლამენტარებს იმ რეგულაციებს აცნობს, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპარლამენტის რიგი სახის აქტივობები აღარ უნდა განხორციელდეს ან დროებით დაპაუზდეს. წერილში, რომელიც Euractiv-მა მოიპოვა, აღნიშნულია, რომ საარჩევნო სადამკვირვებლო დელეგაციების აქტივობები დროებით შეჩერებულ უნდა იქნას.
მსგავსი თემები
-
კობა კობალაძემ 2008 წლის ომის ვეტერანებთან შეხვედრა გამართა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე,... -
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე 2 000 ლარით დააჯარიმეს
პარლამენტთან გამართული აქციების შედეგად, ორი ღამის განმავლობაში სამართალდამცველებმა 70-მდე პირი დააკავეს, მათ შორის 2 გუშინ. ყველა... -
სოფელ დიღმის მიუსაფარ ცხოველებს სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მობილურ ვეტერინარულ კლინიკაში სოფელ დიღმის მიუსაფარ ცხოველებს სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია...