აჭარაში დღეს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კი, ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 1 235 პირს. ყველა პასუხი უარყოფითია.
ამ ეტაპზე, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას 25 ინფიცირებული აგრძელებს.