პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ცოტნე ყავლაშვილი და ნიკოლოზ გაგუა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებზე 2020 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტის მომხსენებლებად დაინიშნენ.
ბიუჯეტის პროექტს პლენარულ სხდომაზე გიორგი კაკაურიძე წარადგენს.
ასევე მთავრობის წევრებმა მოიწონეს 2020 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი. ბიუჯეტის კორექტირებული დოკუმენტი საქართველოს პარლამენტში უკვე შევიდა .
ფინანსთა სამინისტრომ დღეს მთავრობის სხდომაზე 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.