ილია ჯიშკარიანს ბრალი წარედგინა – თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნეს

დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, რომელსაც თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალურ ძალადობასა და ცემაში ადანაშაულებდა, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. 

ჭიშკარიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილს ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცემას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე, რომელიც „ქართული ოცნების” დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ის უწყებაში ხვალ, 11:30 საათზე დადგენილების გასაცნობადაა დაბარებული.

მსგავსი თემები