სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი სასტუმროებსა და რესტორნებში პერსონალის შემცირებას არ გამორიცხავს. ალავერდაშვილის ვარაუდით მაჩვენებელი 30% – ის შუალედში იმერყევებს.
„პერსონალის 30% – ის შემცირებას ველოდებით, რადგან შემცირებული შემოსავლის ფონზე ეს მოსალოდნელი იყო.
ყველა შეეცდება პერსონალი შეამჭიდროვოს და რამოდენიმე საქმე ერთმა ადამიანმა აკეთოს, ეს საქმე ადრე თუ დიდი რაოდენობით იყო, ახლა რამდენიმე ადამიანი შეითავსებს,“ – განაცხადა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“
“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება