რუსული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული 95 წლის ქალი გარდაიცვალა.
ხანდაზმული ქალი მკურნალობას გუდაუთის ჰოსპიტალში გადიოდა. გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული გართულებები და მრავალი ქრონიკული დაავადება გახდა.