„ქარხნებში ფქვილის მარაგი არის, 2 თვე შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“

მსოფლიოსა და საქართველოში ბლის ბაზარზე არსებულ ვითარებაზე  „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორმა ლევან სილაგავამმედიაცენტრ მთავარში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვითარება საკმაოდ რთულია. მისი თქმით, ახლა ყველა უკრაინული ნავსადგურების განბლოკვას ელოდება, რომ უკრაინული ხორბალი ბაზარზე გავიდეს.

„პურის ქარხნებში ფქვილის გარკვეული მარაგი არის. საქართველოში ხორბლის ახალი მოსავლის აღება მიმდინარეობს. ეს, მართალია მცირეა, მაგრამ გარკვეულ დადებით ტენდენციას იძლევა. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, ჯამში, შეიძლება ვთქვათ, რომ დაახლოებით 2 თვის განმავლობაში შეიძლება ამ მხრივ მშვიდად ვიყოთ იმიტომ, რომ ადგილობრივი ხორბალიც არის და ფქვილიც. ეს თვეები სტაბილური იქნება, თუმცა, შემდგომში წინ უნდა გავიხედოთ, ისევე როგორც მთელმა მსოფლიომ. მთლიანობაში უკრაინის კრიზისი ვერ წყდება, როგორც პოლიტიკურად, ისე ხორბლის გამოტანის მხრივ და მსოფლიო ემზადება იმისთვის, რომ მარაგი შეიქმნას. ზამთარი და შემდგომი პერიოდი ალბათ, უფრო მძიმე იქნება. მსოფლიოში მოსავლის აღების პირობები პესიმისტურია“, – განაცხადა სილაგავამმედიაცენტრ მთავარში.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქართველოში ხორბალი საერთოდ არ შემოდის და მისი იმპორტირების მაჩვენებელი თითქმის 0%-ია.

მსგავსი თემები