ლისის ტბის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს ტბაზე სტუმრობისგან დროებით თავის შეკავებას ურჩევს.
„ლისის ტბის ადმინისტრაცია გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოთ ლისის ტბაზე სტუმრობისგან, ქვეყანაში COVID-19 ვირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. შესაძლოა, თქვენ ოჯახის მხოლოდ ორ-სამ წევრთან ერთად სტუმრობთ ტბას, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რეკრეაციულ ზონაში ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობა იყრის თავს, ამით კი, საფრთხე ექმნება თქვენს და გარშემომყოფების ჯანმრთელობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ერთი თვით, 21 აპრილამდე გამოცხადდა.