,,დროა, შეწყვიტოთ ცახცახი პუტინზე”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, მოკავშირეებმა პუტინზე ცახცახი უნდა შეწყვიტონ და საბოლოო ნაბიჯი გადადგან.

„ნამდვილი ლიდერობა გულისხმობს მაგალითის მიცემას და არა სხვების ყურებას. არ არის ტაბუ. ვაშინგტონიდან ლონდონამდე, პარიზიდან ვარშავამდე ერთ რამეზე საუბრობენ: უკრაინას სჭირდება ტანკები. ტანკები – გასაღები, რათა დავასრულოთ ომი სათანადოდ. დროა, შეწყვიტოთ ცახცახი პუტინზე და გადადგათ საბოლოო ნაბიჯი“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მსგავსი თემები