„ძალიან შემაძრწუნებელი იყო, რასაც ვუყურე”, – ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების პერფორმანსი.
“ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი გააუბედურეს და დღეს ისე იქცევიან, გეგონება დემოკრატიის ერთადერთი მაძებრები არიან, თანაც ევროპის ეგიდით. ეს არის სირცხვილი”, – განაცხადა ვოლსკიმ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უსმენენ, ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით შევიდნენ, რასაც ხმაური მოჰყვა.