ქალაქ უხანში, “კორონავირუსის” ეპიცენტრში ახალშობილი დაინფიცირებული დაიბადა.
ახალშობილის დედას კორონავირუსი შვილის შეძენამდე დაუდგინეს, მაგრამ როგორ გადაედო ვირუსი ჩვილს ექიმებს ჯერ პასუხი არ აქვთ.
ჩვილი, რომელიც 3,300-ს იწონის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ბოლო მონაცემებით “კორონავირუსს” 563 ადამიანი ემსხვერპლა. განიკურნა 1153 ადამიანი, ექიმების დაკვირვების ქვეშ კი 187 000 ადამიანი იმყოფება.