“ეს არის გაზის ღია ომი, რომელსაც რუსეთი გაერთიანებული ევროპის წინააღმდეგ აწარმოებს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

„ეს არის ტერორი“ – ასეთ შეფასებას აძლევს უკრაინის პრეზიდენტი  რუსეთის მიერ ევროპისთვის გაზის მიწოდების შემცირებას. მისივე შეფასებით, სწორედ ეს შეიძლება გახდეს მიზეზი, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი აამოქმედოს.

„ჩვენ ვიხილეთ ევროპის მისამართით გაზთან დაკავშირებული მორიგი მუქარა. “ჩრდილოეთ ნაკადისთვის” ტურბინის საკითხზე დათმობების მიუხედავადაც კი, რუსეთი არ აპირებს ევროპული ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებას, როგორც ეს ხელშეკრულებით ევალება. რუსეთი ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რათა ევროპელებს ზამთრისთვის მომზადება გაუჭირდეთ“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

როგორც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი განმარტავს, ეს არის გაზის ღია ომი.

„მათ არ აინტერესებთ, რა მოუვა ხალხს, როგორ დაიტანჯებიან ისინი  ნავსადგურის ბლოკირებით გამოწვეული შიმშილით, ზამთრის სიცივისა და სიღარიბისგან, თუ ოკუპაციისგან.  ეს ტერორის სხვადასხვა ფორმაა: – აცხადებს ზელენსკი.

 

მსგავსი თემები