„ბიბისის“ ცნობით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა ტიბეტშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი უკვე გავრცელებულია კონტინენტური ჩინეთის ყველა რეგიონში.
ახალი ტიპის კორონავირუსს ბოლო მონაცემებით 213 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 9692-ს შეადგენს, მათგან 1500-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისათვის, ინფექცია უკვე გავრცელებულია 18 სხვა ქვეყანაშიც.
ამის ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.