მოსკოვში, კორუფციასთან ბრძოლის ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს.
ნავალნის მიერ დაარსებულ “კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ოფისში შესასვლელად, ძალოვნებმა კარი გახერხეს.
ნავალნის პრეს-მდივნის, კირა იარმიში ინფორმაციით, ამჟამად ოფისში იურისტი ლიუბოვ სობოლი იმყოფება, თუმცა ის კავშირზე არ გადის. ჩხრეკა ჩატარდა, ასევე, „ნავალნი Live“-ის YouTube – არხის სტუდიაშიც.
„ალექსეი ძალის გამოყენებით დააკავეს და წაიყვანეს. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. დანარჩენები ახლახანს გამოუშვეს. კორუფციასთან ბრძოლის ფონდში იურისტები დარჩნენ, იქ ახლა ჩხრეკა მიმდინარეობს“, – აცხადებს ნავალნის პრეს-მდივანი.