„კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი გაორმაგდა” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

  •  

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ევროპაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი გაორმაგდა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ბოლო ექვს კვირაში ევროპის ქვეყნებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ თითქმის 100%-ით მოიმატა.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი მარია ვან კერკხოვე ამბობს, ამასთან ერთად, ევროპაში ახალი ინფიცირებულების რიცხვი მცირედება.

ამასთან ერთად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ კვირაში ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში 60 პროცენტით გაიზარდა.

მსგავსი თემები