საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ხელჩუას მახლობლად ზარდიანთკარის მკვიდრი დააკავეს.
51 წლის გენადი ბესტაევი 21 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. დაკავებისას, 9 გრ. ნარკოტიკული ნივთიერება, მარიხუანა ამოიღეს.
26 ნოემბერს ბესტაევის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღძრეს. ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ის არაერთხელ იყო დაკავებული. დე-ფაქტო ცხინვალის სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
უკანონო დაკავების ფაქტი დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. უწყების ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.