საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში ახალგაზრდამ სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა. მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის ბიჭი სარდაფში ოჯახის წევრებმა ნახეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.