ჭორვილაში ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში ახალგაზრდამ სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა. მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის ბიჭი სარდაფში ოჯახის წევრებმა ნახეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი თემები