“სადაც გნახავ ყბას იქ აგაცლი”- მაკგრეგორი თოფურიას

რამდენიმე დღის წინ, ილია თოფურიამ საჯაროდ თქვა, რომ დღეს კონორ მაკგრეგორი ნარკოტიკებსა და დასალევს უფრო წარმოადგენს, ვიდრე სპორტს, რაზეც კონორს მწვავე პასუხი ჰქონდა.

“ამ სიტყვებისთვის გაზღვევინებ, სადაც გნახავ ყბას იქ აგაცლი!”-  უთხრა ირლანდიელმა ქართველს.

ამის შესახებ, ერთ-ერთი სპორტული გამოცემა წერს. გავრცელებული ინფორმაციით მაკგრეგორმა თოფურიას აგინა კიდეც.

ილია თოფურია თვეების წინ მაკგრეგორთან სანტიაგო ბერნაბეუზე ჩხუბს გეგმავდა, თუმცა ქართველმა ახლა აზრი შეიცვალა და მიაჩნია, რომ ამაზე ხმაურიანი ორთაბრძოლების გამართვაც შეუძლია.

 

 

 

მსგავსი თემები