ისრაელმა ლიბანში 140 ობიექტს დაარტყა

ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 140 ობიექტს დაარტყეს. ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავების სამიზნე ბეირუთში მდებარე „ჰეზბოლას“ იარაღის საწყობები და ინფრასტრუქტურა იყო. ქვეყნის თავდაცვის ძალების ცნობით, მოიერიშე თვითმფრინავებმა ათობით სარაკეტო გამშვებს დაარტყეს, რომლებიც ისრაელისკენ იყო მიმართული.

შეგახსენებთ, გუშინ, ისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ მთავარი შტაბი დაბომბა, რის შედეგადაც, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია განხორციელდა. ჰასან ნასრალას სიკვდილი „ჰეზბოლამაც“ დაადასტურა.

 

მსგავსი თემები