ვალდებულია თუ არა ონლაინ მოვაჭრე, გასაყიდი პროდუქტის ფასი საჯაროდ დაწეროს?!

ხშირია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ონლაინ ვაჭრობა არის მომხმარებლისთვის დროის დაზოგვის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ დროს მომხმარებელმა შესაძლოა იგრძნოს გარკვეული დისკომფორტი ფასის გაგების მიმართულებით. გარდა ამისა ხშირად წარუმატებელი შესყიდვების მსხვერპლებიც ხდებიან. მაგალითად, შესაძლოა შეკვეთილმა ნივთმა დააგვიანოს, ან ისეთი არ იყოს, როგორიც სურათზე იყო ნაჩვენები. აღნიშნული პრობლემების შესახებ, კომუნიკაციების კომისიამ უკვე შეიმუშავა მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონი. კერძოდ: “მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია – გასაყიდი ფასი მკაფიოდ და გასაგებად მიუთითოს როგორც სავაჭრო ობიექტებში, ისე დისტანციურად, მათ შორის სოციალურ ქსელში ვაჭრობის შემთხვევაში. მოვაჭრედ ითვლება ნებისმიერი, რომელიც მრავალჯერად კომერციულ საქმიანობას ახორციელებს.

ფასის მითითება აუცილებელი არ არის, თუ საქონლის მიწოდება მომსახურების ნაწილია;

საქონელი იყიდება აუქციონზე;

გასაყიდად ხელოვნების ნიმუშია წარდგენილი.

იმ საქონელზე, რომელიც წინასწარ არ არის შეფუთული და მომხმარებლის თვალწინ იწონება და იზომება, ასეთ შემთხვევაში, საკმარისია მხოლოდ ერთეულის ფასის მითითება. ერთეულის ფასის მითითება აუცილებელი არ არის, თუ იგი გასაყიდი ფასის იდენტურია.

რაც შეეხება სარეკლამო პოლიტიკას – რეკლამაში, რომელშიც გასაყიდი ფასია მითითებული, თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს ასევე ერთეულის ფასი.

იმ შემთხვევაში, თუ საქონლის ან მომსახურების ფასის შესახებ, ძირითადი ხარჯებისა და დამატებითი ხარჯების, მათ შორის, ტრანსპორტირების, გადაგზავნის, მონტაჟისა და სხვა ფასის წინასწარ გამოთვლა შეუძლებელია − უნდა მიეთითოს მისი გამოთვლის წესის თაობაზე და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიძლება დამატებითი ხარჯები წარმოიშვას.

მსგავსი თემები