გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გორის მერის თანამდებობა დატოვა. უფლებამოსილება მან პირადი განცხადების საფუძველზე მოიხსნა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არის თავისუფალი სტილით მოჭიდავე, 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ევროპის 3-გზის (2014, 2016, 2017) და მსოფლიოს (2015) ჩემპიონი. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი “ქართული ოცნებიდან” გორის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა.