რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანების საფუძველზე, 8 ივლისიდან, საქართველოსთან ავიაგადაზიდვები იკრძალება. შესაბამისი განცხადება კრემლის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული.
გარდა ამისა, ტუროპერატორებსა და ტურისტულ კომპანიებს ეძლევათ რეკომენდაცია, აკრძალვის მოქმედების პარალელურად, თავი შეიკავონ საქართველოში ტურების გაყიდვისგან.