,,ვულოცავ მოლდოვასა და უკრაინას გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას” – ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას ულოცავს და X-ზე მიმართვას ავრცელებს:

,,ვულოცავ მოლდოვასა და უკრაინას გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. ეს ძალიან კარგი ამბავია უკრაინის, მოლდოვისა და მთელი ევროკავშირისთვის. გზა იქნება რთული, მაგრამ შესაძლებლობებით სავსე. გისურვებთ მოლაპარაკებების წარმატებულ დაწყებას!”, – ამბობს ევროპელი პოლიტიკოსი.

ცნობისთვის, EU დღეიდან უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს იწყებს. მოლაპარაკებები ლუქსემბურგში, ევროკავშირის მთავრობათაშორისი კონფერენციებით გაიხსნება.

მსგავსი თემები