,,სალომე ზურაბიშვილი სამწუხაროდ გახდა „ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას თოჯინა” – მამუკა მდინარაძე

,,ისინი წვალობენ ძალიან, სინამდვილეში არიან ერთი ქოლგის ქვეშ, ნათელაშვილის ფანჩატური გადაიქცა სალომეს ფანჩატურად”, – ასე განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მიერ საქართველოს პრეზიდენტის „ქართული ქარტიის“ ხელმოწერის შემდეგ „ერთიანობის დეკლარაციის“ შექმნის თაობაზე.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი, ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ფორმალურად იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას, გახდა „ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას თოჯინა.

„ძალიან სამწუხაროა ერთი ამბავი, რომ თავად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ დავალებების მიმღებების საერთო ქვაბში იხარშება, სამწუხაროდ და ცოტა მძიმეა ამის თქმა, მაგრამ გახდა ნაცმოძრაობის და ნიკა გვარამიას თოჯინა. ადამიანი, რომელიც გუშინ რეზიდენტს უწოდებდა, გახდა მისი დავალების მომცემი, ანუ დავალების მიმღებისგან იღებს დავალებებს წარმოიდგინეთ, მესამე რგოლია დავალების მიმღებთა შორის. „ნაცმოძრაობისგან“ და ნიკა გვარამიასგან იღებს დავალებებს და მათი თოჯინა გახდა, ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ფორმალურად იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას“, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები