რუსეთში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შენობა იწვის – არის მსხვერპლი

რუსეთში, ქალაქ ფრიაზინოში, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის „პლატანის“ შენობა იწვის. უკრაინული მედია რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულია სულ მცირე 8 ადამიანი.

რუსეთის შსს-ს ინფორმაციით, ხანძარი 5-8 სართულს შეეხო, რაც მას სირთულის მესამე დონეს ანიჭებს. მაღალი ტემპერატურისა და ხშირი კვამლის გამო ხანძრის ლოკალიზება დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა.

ხანძრის ჩაქრობაში 100-ზე მეტი მეხანძრე და 40 ტექნიკა, მათ შორის ორი სახანძრო ვერტმფრენი იყო ჩართული. ჯამში, დამწვარია 4,5 ათასი კვ.მ ფართობი.

მსგავსი თემები