„ყველას ესმის 26 ოქტომბრის არჩევნების და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების მნიშვნელობა“- თინა ბოკუჩავა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა „პოლიტიკური ასამბლეის ფარგლებში, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით,  „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები შეხვედრებს მართავენ ევროპელ პოლიტიკოსებთან, რათა ევროკავშირში ქართველი ხალხის ინტერესები სრულფასოვნად იყოს დაცული.

„ამ ძალიან მნიშვნელოვან შეკრებაზე ასევე დგას საქართველოს საკითხი ძალიან მწვავედ, რადგან დღეს ყველას ძალიან კარგად ესმის ევროკავშირში, რომ საქართველოს აქვს შანსი, გამოიყენოს უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა და გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, ამ შანსს საქართველო და ქართველი ხალხი ვერ გამოიყენებს. ამიტომ ყველას ესმის 26 ოქტომბრის არჩევნების და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების მნიშვნელობა“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი თემები