,,არსებობს სია იმ ზომებისა, რომლებიც შესაძლოა იქნას მიღებული – ფინანსური დახმარების შეჩერება და მაღალჩინოსნებისთვის, ვიზების აკრძალვა” – ცაჰკნა

,,დღეს სამწუხარო დღეა, იმიტომ რომ უნდა განვიხილოთ საქართველოს საკითხი, სადაც მთავრობა მოძრაობს არა ევროკავშირის მიმართულებით არამედ მის საწინააღმდეგოდ. სამაგიეროდ ხვალ არის სასიხარულო დღე, რადგან განვიხილავთ მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინასთან და მოლდოვასთან”, – აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ლუქსემბურგის მინისტერიალის დაწყებამდე.

,,საქართველოს შესახებ მთავარი იქნება ის, რომ აღარ გადაიდგმება ნაბიჯები ამ ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ, თუ ეს მთავრობა არ შეცვლის ქცევას, თუ არ გააუქმებს უცხოელი აგენტების კანონს. გარდა ამისა, არსებობს სია იმ ზომებისა, რომლებიც შესაძლოა იქნას მიღებული და მათ შორის არის ფინანსური დახმარების შეჩერება. ასევე იქნება საუბარი შენგენის ვიზების აკრძალვაზე მაღალი თანამდებობის პირებისთვის. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს მთავრობას, იმიტომ რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას”, – განაცხადა ცაჰკნამ.

გადაიხედება თუ არა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის საკითხი და  დაუწესდება თუ არა ოცნების მმართველობის ქვეშ მყოფ ქვეყანას დამატებითი ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები? ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს იმსჯელებენ.

მსგავსი თემები