„პორტუგალია ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ ჩვენ, ჩვენს თამაშს ვითამაშებთ“- მამარდაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ამბობს, რომ პორტუგალიის ნაკრებთან დაპირისპირება რთული იქნება, მაგრამ ყველაფერს გააკეთებენ თამაშის მოსაგებად. მამარდაშვილი გულშემატკივრებს პირველ ქულას ულოცავს.

„რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. იმის გამო, პირველ რიგში, რომ აქ ვართ. მეც გილოცავთ პირველ ქულას, ისტორიულია ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, შეგვეძლო ბოლო წუთზე მოგება, ამის გამო გული მწყდება, მაგრამ არა უშავს, ეს ფეხბურთია, ყველაფერი ხდება. სამი ქულაც მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ქულასაც არა უშავს.

ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. შემდეგი თამაში გველოდება პორტუგალიის ნაკრებთან. რთული თამაში იქნება, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ პორტუგალია არის ერთ-ერთი ფავორიტი ამ ჩემპიონატის, მაგრამ ჩვენ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ, ყველაფერს ვეცდებით და ვნახოთ, რა იქნება. ალბათ იმ მომენტში კონცენტრაცია დავკარგეთ, ორივე შემთხვევაში. უფრო მეტი კონცენტრაცია გვმართებს ასეთ დიდ ტრნირზე როცა თამაშობ, არ შეიძლება, რომ ასე დაიკარგოს კონცენტრაცია. პირველ რიგში, მე არ უნდა დავკარგო კოცენტრაცია და ამიტომ გაიტანეს ეს გოლი, თორემ ისე ვერ გაიტანდნენ“- ამბობს მამარდაშვილი.

ევრო 2024-ზე მესამე ტურის შეხვედრას საქართელოს ნაკრები 26 ივნისს, პორტუგალიასთან გამართავს.

 

მსგავსი თემები