„გერმანიამ გამოიჩინა განსაკუთრებული ძალისხმევა იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს“- დარჩიაშვილი

„დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გერმანიას ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული როლი ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში“ – ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის განმარტებით, გერმანიამ გამოიჩინა განსაკუთრებული ძალისხმევა იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს.

„სიმბოლურია, რომ გერმანია არის გაერთიანების სიმბოლო და ჩვენ სწორედ ბერლინიდან გამოვხატეთ ძალიან დიდი სურვილი, რომ საქართველო ძალიან მალე გაერთიანდეს. ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე გაერთიანებული, გამთლიანებული გახდეს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. გერმანია ძალიან სიღრმისეულად იცნობს იმ გამოწვევებს, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და გვახარებს ის ფაქტი, რომ გერმანია არის ერთ-ერთი მთავარი გამწევი ძალა ჩვენი ევროპული ინტეგრაციისკენ“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

მსგავსი თემები