ძლიერი ქარის შესახებ მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ გავრცელებული გაფრთხილების გამო, საქართველო-თურქეთის დაპირისპირებისას, დორტმუნდის ცენტრსა და საქალაქო პარკში, გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ზონები დაიხურება.
,,გერმანიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გაავრცელა გაფრთხილება დასავლეთ და ცენტრალურ გერმანიაში ძლიერი ჭექა-ქუხილის შესახებ. EURO 2024-ის მასპინძელმა სხვა ქალაქებმაც – კიოლნმა, დიუსელდორფმა და გელზენკირხენმა – ასევე გადაწყვიტეს, გულშემატკივართა საჯარო ზონები დახურონ”, – წერს Associated Press-ი.
დორტმუნდის მთავრობა მოუწოდებს გულშემატკივრებს, რომლებსაც სტადიონის ბილეთები არ აქვთ, სახლში დარჩნენ.