ბრიტანეთი G7-ის სამიტზე უკრაინისთვის 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარებას გამოაცხადებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი ხუთშაბათს, იტალიაში, G7-ის სამიტზე გამოაცხადებს 242 მილიონი ფუნტის (თითქმის 310 მილიონი დოლარი) დახმარების პაკეტს უკრაინისთვის.

დახმარება გამოცხადდება, რათა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს უკრაინის გადაუდებელ ჰუმანიტარულ, ენერგეტიკულ და სტაბილიზაციის საჭირობებს, ასევე გრძელვადიანი ეკონომიკური და სოციალური აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის საფუძვლის ჩასაყრელად.

,,ჩვენ უნდა ვიყოთ გადამწყვეტი და კრეატიული ჩვენს მცდელობებში, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას და დავასრულოთ პუტინის უკანონო ომი ამ კრიტიკულ მომენტში. დიდი ბრიტანეთი რჩება საერთაშორისო რეაგირების წინა ხაზზე, როგორც ჩვენ თავიდანვე ვიყავით. “რამდენი დროც დასჭირდება”-დან უნდა გადავიდეთ “რაც არ უნდა იყოს საჭიროზე”, თუ ჩვენ გვინდა დავასრულოთ ეს უკანონო ომი”, – განაცხადა სუნაკმა იტალიაში სამიტის წინ.

მსგავსი თემები